ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი საინტერესო და შემეცნებითი აქტივობებითაა დატვირთული, სასკოლო ცხოვრება განსაკუთრებით სახალისოა პირველკლასელებისთვის.
პირველკლასელები წიგნიერების დიდ სამყაროში დიდი ინტერესით მოგზაურობენ, ამჯერად კი, მშობლიური ანბანი „შემობრძანება“ იზეიმეს.
მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ასო-ბგერებს, მასწავლებელთან ერთად მრავალფეროვანი აქტივობები მოაწყვეს და იზეიმეს ანბანთან შეხვედრა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების განწყობაზე ზრუნვას და მათთვის საინტერესო სასწავლო პროცესის წარმართვას.
იხილეთ ფოტოები: