არაფორმალური განათლების კუთხით, წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის მე-3 კლასში ხორციელდება პროექტი - „ოქროსფერი შემოდგომა“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები პროექტის ფარგლებში, მასწავლებელ ცირა გეგუჩაძის ხელმძღვანელობით, იმყოფებოდნენ „მათეს მარანში“, სადაც მოირგეს მზარეულის როლები. ბავშვებმა გამოაცხვეს მჭადები, მოადუღეს თათარა და ამოავლეს ჩურჩხელები.
თანამშრომლობისა და დამეგობრების მიზნით, „მათეს მარანს“, წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად სტუმრობდნენ ქვიტირის საჯარო სკოლის მე-3 კლასელები, პედაგოგ თამარ გიგიაძის ხელმძღვანელობით.
ღონისძიებამ საინტერესო და მხიარულ გარემოში ჩაიარა, მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტოსურათები გადაიღეს და დაგეგმეს მომავალი თანამშრომლობა შემეცნებით თუ კულტურულ პროექტში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: