ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და შემეცნებითთან ერთად სახალისო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ახლახან, განძის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს. ისინი პირველ ასო-ბგერას საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაეცნენ.
სკოლაში „ა“ ასო-ბგერის პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
ეს დღე მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.