შულავერის N1 სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი კამპანიის ფარგლებში საინტერესო ნამუშევრები შექმნეს 
31-10-2024

რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებაში დიდი მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, ბავშვები გარემოს დაცვის კამპანიის ფარგლებში, საინტერესო აქტივობებში მონაწილეობდნენ და თემატური ნახატები შექმნეს.

სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს - ვიკა ნაკაიძეს ნახატის სახელწოდება - „გლობალური დათბობა“ გახლდათ, მე- 11 კლასის მოსწავლეს - ხადიჯა ჯაფაროვას ეკუთვნის ნამუშევარი - „ნუ დაწვავ შენი „გათბობისთვის“ იმას, რაც ბუნებრივი სითბოთი უზრუნველყოფს“.

სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ გარემოსდაცით აქტივობაში ასევე, მონაწილეობდნენ მე-7 კლასის მოსწავლე და თიკა ნაკაიძე, მე-7 კლასის მოსწავლე აისუნ გურბანოვა.

მასში ასევე აქტიურად ჩაერთნენ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები.

ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ ბუნებას მოვლა სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მასზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203