დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის ყველაზე პატარა მოსწავლეებმა - პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა დაიწყეს.
მათ ცოდნის ბილიკებზე მასწავლებელი ეკა ნაკანი შეუძღვათ, რომელმაც მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა. პატარები პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ, ხელნაწერები შექმნეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
საზეიმო გაკვეთილი ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ წარიმართა.
„პირველ კლასში „ანბანეთს“ უმასპინძლეს და იაკობ გოგებაშვილის სამყაროში იმოგზაურეს“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: