გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 184-ე წლისთავი საინტერესოდ აღნიშნეს.
სკოლის IV ა, IV ბ კლასების მოსწავლეები დამრიგებლების - როდამი ძიძიკაშვილისა და ლია ქარუმიძე-ებილაშვილის ხელმძღვანელობით, ბიბლიოთეკას ეწვივნენ.
ბიბლიოთეკაში, პედაგოგებმა მოსწავლეებს წაუკითხეს და გააცნეს იაკობ გოგებაშვილის შემოქმედება.
მათ ისაუბრეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იაკობ გოგებაშვილმა ქართული ლიტერატურის განვითარებასა და წიგნიერების გავრცელებაში.
მოსწავლეებმა - სიდონია დაღელიშვილმა (ეკა უსტარაშვილი) და ანა სომხიშვილმა ბიბლიოთეკაში, ასევე, წარადგინეს გოგებაშვილის მინიატურული სახლ-მუზეუმი.
„იაკობ გოგებაშვილის მინიატურული სახლ-მუზეუმი „გაიხსნა“ და სამუდამოდ დაიდო ბინა ბიბლიოთეკაში“, - გვიყვებიან სკოლაში.
ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
იხილეთ ფოტოები: