„ერთი წუთის სათქმელი“- დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა საინტერესო აქტივობა 
31-10-2024

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მოსწავლეთა მამოტივირებელი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ახლახან, მორიგი გამორჩეული აქტივობა - „ერთი წუთის სათქმელი“ მე-3 კლასში, დამრიგებელ თინათინ დიასამიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა. 

მოსწავლეები დაფიქრდნენ და თქვეს, თუ რა საკითხზე საუბარს დაუთმობდნენ ერთ წუთს. მათ ისეთი თემები გამოყვეს, როგორიცაა ოჯახი, მეგობრობა, იდეები, სურვილები და ა.შ. აქტივობაში ყველა მათგანი მონდომებით ჩაერთო და საინტერესო ვიდეო მოამზადეს. 

„ჩვენი ვიდეოს ჩაწერის იდეა გადაცემა - „ერთი წუთი მაესტროზე“ ყურების შემდეგ გაჩნდა, ერთ-ერთი ვიდეო სადამრიგებლო საათისთვის გამოვიყენე და ვაჩვენე ბავშვებს. შემდგომ, თვითონაც გამოთქვეს სურვილი თავიანთ ერთი წუთის სათქმელი, რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, ეთქვათ. აი, ჩემი პატარა, დიდად მოაზროვნე ბავშვები“,- წერს მასწავლებელი თინათინ დიასამიძე. 

იხილეთ ვიდეო:

ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203