ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული.
20 ოქტომბერს კი, სკოლის ღია სივრცეში ღონისძიება - შემოდგომა - 2024 გაიმართა, ღონისძიების თემა - „მოვიარე საქართველო“, გახლდათ.
ღონისძიება მოიცავდა საქართველოს კუთხეების, მათი კულტურისა და ტრადიციების გაცნობას, ასევე მათი სამზარეულოს დაგემოვნებას.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ვარდისუბნის თემში მოქმედი ქართული ქორეოგრაფიულ-ფოლკლორული ანსამბლები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დასწრება იყო თავისუფალი თითოეული მსურველისათვის, ღონისძიებას ესწრებოდნენ: მიწვეული სტუმრები, სასკოლო საზოგადოება და თემის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და მშობელთა აქტიური ჩართულობით გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: