განთიადის საჯარო სკოლის მე-7 კლასელებმა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“ სცენები გაითამაშეს
01-11-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო ინიციატივებითა და აქტივობებითაა გაჯერებული.

პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით, მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება სახალისო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელია.

ამის ნათელი მაგალითი მე-7 კლასში ჩატარებული როლური თამაში, რომლის თემაც - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, გახლდათ. 

მოსწავლეები კიდევ ერთხელ გაეცნენ, ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას და ნაწარმოებს, რომელიც ყველასთვის ძლიან საყვარელია. 

ბავშვებმა მოირგეს პერსონაჟთა როლები და საინტერესო ინსცენირება მოაწყვეს. 

დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ვიდეო: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203