დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
იქ დიდი სიახლეა, 21 ოქტომბერს, სკოლაში პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამაზე - „კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა“ სასწავლო პროცესი დაიწყო.
საზეიმო გახსნას ჩარიცხულ სტუდენტებთან ერთად, სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.
მათ სწავლის დაწყება ასპინძის რესურსცენტრის უფროსმა - ტრისტან მურადაშვილმა, სკოლის დირექტორმა - კლარა ზედგინიძემ და პროგრამის პედაგოგმა - ლალი ალელიშვილმა მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები: