ქალაქ ახალციხის N7 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის სპორტული აქტივობები, რომლებიც სკოლაში იმართება.
30 ოქტომბერს, სპორტის პედაგოგმა - სერგეი ჩარუხჩიანმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში შიდასასკოლო ღონისძიება ჩაატარა.
ღონისძიებაში I-IX კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
ღონისძიება ძალიან სახალისო და საინტერესო იყო. გამარჯვებული მოსწავლეები კი სკოლის დირექციამ დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს სპორტის მიმართ სიყვარულს უღვივებს.
იხილეთ ფოტოები: