შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სკოლაში, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიებები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება სახელწოდებით - „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა, რომელშიც დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„შემოდგომა წელიწადის დროებიდან ერთ-ერთი ულამაზესი სეზონია.
შემოდგომის სილამაზე და სურნელი სხვანაირად დატრიალდა შოთა ხურციძის სახელობის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლაში.
საოცარია ამ დროს ბუნება, ფერთა შეხამება.
ლამაზი შემოდგომა
ფერადი ფოთოლცვენით
სიცოცხლეს გვიფერადებს
თვალწარმტაცი ოქროსფერით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეებმა სკოლაში, შემოქმედებითი გარემო შექმნეს, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ქართული სიმღერები და ხალხური ცეკვები. ბავშვები ერთმანეთს გაეჯიბრნენ გამოცანების გამოცნობაში, ამოიცნეს სხვადასხვა მცენარის ფოთლები და ბოლოს დახატეს „შემოდგომის ხე“.
ღონისძიების ორგანიზატორი დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლეილა შარაშენიძე გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები: