თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწრის საჯარო სკოლის კინოკლუბმა მუშაობა აქტიურად განაახლა. კლუბის წევრები კინოხელოვნების ნიმუშებს დიდი ინტერესით ეცნობიან.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, სკოლაში, ლექსო გელაშვილის ფილმების ჩვენება მიმდინარეობს. ამჯერად, ბავშვებმა ნახეს კინოსურათი სახელწოდებით - „ანათე“.
„ფილმის მიზანია გულში არსებული, რაც აქვთ ბავშვებს გამოანათონ და მთელი საქართველო გაათბონ. ფილმი გვასწავლის თუ რა არის სამშობლო და როგორ უნდა გვიყვარდეს იგი, როგორ გამოვხატოთ სიყვარული და როგორ შევიყვაროთ მტერი“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეებმა ფილმი განიხილეს და მის პერსონაჟებზე იმსჯელეს.
სასკოლო საზოგადოება მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს, რომელიც ფილმის განხილვაში აქტიურად მონაწილეობდა.
იხილეთ ფოტოები: