ტრადიციადქცეული ქიმიის კონკურსი ახალთერჯოლის საჯარო სკოლაში
31-10-2024

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებები იმართება, რაც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. 

ამჯერადაც, სკოლაში ჩატარდა ქიმიის კონკურსი - „მოლის დღე“, რომელიც ახალთერჯოლის საჯარო სკოლაში ტრადიციულად, ყოველი წლის 23 ოქტომბერს იმართება.

კონკურსში მონაწილეობდნენ X-XI -XII კლასის მოსწავლეები.

გამოვლინდა კონკურსის გამარჯვებული XI კლასის მოსწავლე ანანო მუჯირი, ხოლო II  და III ადგილი გაინაწილეს - გოგა გოგიაშვილმა და ლიზი კუხიანიძემ.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები, ხოლო  I ადგილზე გასულ კონკურსანტს გარდამავალი თასი.

კონკურსის მიზანს წარმოადგენს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, კერძოდ, ქიმიის პოპულარიზაცია. 

კონკურსი ეძღვნება ცნობილი  იტალიელი მეცნიერის ამადეო ავოგადროს აღმოჩენას იდეალური აირების ერთ- ერთ ძირითად კანონს - ავოგადროს კანონი. 

აღსანიშნავია, რომ ქიმია-ბიოლოგიის მასწი და ეკოკლუბის ხელმძღვანელი მაკა ჭანტურიძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203