მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნების განვითარებასა და მათთვის საინტერესო აქტივობების შეთავაზებას.
ამჯერად, ხელოვნების გაკვეთილზე მეორე და მესამე კლასების მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს.
მოსწავლეებმა შემოდგომის ოქროსფერი ფოთლების გამოყენებით, საინტერესო მოდელები გააკეთეს, დავალებაზე კი, დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით იმუშავეს.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს პედაგოგი ციცო გასიტაშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: