მეორე სვირის N1 სკოლის მოსწავლე გიგი ლომინაშვილი სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა
31-10-2024

აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები არაერთ წარმატებას აღწევენ, მათი მიღწევების უკან კი, პროფესიონალი პედაგოგები დგანან. 

ამჯერად, სკოლა ამაყია გაგვიზიაროს  მოსწავლის - გიგი ლომინაშვილის წარმატება, მან საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა და კომპიუტერით დაჯილდოვდა. 

მოსწავლის წარმატება ახარებთ სკოლაში, განსაკუთრებით მოხარული კი სკოლის დირექტორი ინგა წიგნაძეა, რომელიც მოსწავლეებს, მოტივით - „ამ წუთისოფელში ბედი იმისია, ვინც ძლიერია და ძლიერი მარტო მცოდნე კაცია“, ზრდის. 

ის მოსწავლეს ემოციურად მიმართავს და მომავალ წარმატებას უსურვებს. 

„ამ წუთისოფელში ბედი იმისია, ვინც ძლიერია და ძლიერი მარტო მცოდნე კაცია“, - ეს ის მცოდნე კაცია, რომელიც სწავლა-განათლებას იარაღად გამოიყენებს და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის. ჩვენი სკოლა უზომოდ ამაყია, რომ ასეთი ჭკუა-ცოდნით გალესილ-გაჩარხული არაერთი თაობა აღუზარდა სამშობლოს და დღეს მათ კიდევ ერთი წარჩინებული, X კლასის  მოსწავლე გიგი ლომინაშვილი შეურთდა, რომელსაც ჩვენი სკოლის პედაგოგებისა და საკუთარი დაუღალავი შრომა დაუფასდა და საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დაჯილდოვდა სპეციალური საჩუქრით-კომპიუტერით. გიგის ვულოცავთ ამ გამარჯვებას, კლასის დამრიგებელ მარიკა ლანჩავასთან ერთად და კიდევ უამრავ წარმატებას ვუსურვებთ მას! ფაქტია, რომ „განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბობს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს“, - აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა. 

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203