მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით, მოსწავლეები არაერთ საინტერესო და შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობენ და მნიშვნელოვან გამოცდილებას იძენენ.
ამჯერად, მოსწავლეები პედაგოგ ირმა მესხორაძის ხელმძღვანელობით, ჩაერთნენ პროექტში - „მედიაწიგნიერება ჩემს სკოლაში“.
აღსანიშნავია, რომ პროექტში წეროვნის N2 საჯარო სკოლასთან ერთად მონაწილეობს საქართველოს მასშტაბით 13 სკოლა.
პედაგოგი მოხარულია, რომ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ, ამისთვის კი განსაკუთრებულ მადლობას მის ორგანიზატორს უხდის.
„მიხარია და ბედნიერი ვარ ჩემს მოსწავლეებთან ერთად ჩავერთო პროექტშ -„მედიაწიგნიერება ჩემს სკოლაში“ წინ საინტერესო დღეები გველის. პროექტის ხელმძღვანელია ქ-ნი მარი ხარიტონაშვილი. ყველას დიდ წარმატებას ვუსურვებ და კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ნდობისთვის მარი ხარიტონაშვილს“, - აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები: