„შენ უკვდავება დაიმსახურე“ - მუხრანის N1 საჯარო სკოლაში ქეთევან დედოფლის ხსოვნის საღამო გაიმართა 
31-10-2024

ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში ქეთევან დედოფლის ხსოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი. 

ხსოვნის საღამო სახელწოდებით - „შენ უკვდავება დაიმსახურე ე. სამჭკუაშვილის სიმღერის ფონზე, თამარ ფარჩუკიძის ლექსის წაკითხვით დაიწყო. 

X კლასის მოსწავლემ ლ. გურგენიშვილმა ისაუბრა საუკუნის მოწამეზე - შუშანიკ დედოფალზე, რომლის გზაც გააგრძელა ქეთევან დედოფალმა - „ეწამა, ცხონდა, ამაღლდა ...!“. 

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ეს იყო დღე ქეთევან წამებულის დიდების, აღმაფრენის, გმირობის, ქეთევანის - რომლის დაბადებიდანაც 450, ხოლო გარდაცვალებიდან 400 წელი გავიდა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს მის ღვაწლზე, თავს დატეხილ უბედურებაზე და სიამაყით აღნიშნეს, რომ „საქართველოს დედად“ წოდებული ქალი მუხრანში გაზრდილი იყო და მას უწოდებდნენ „მუხრანელ ციცინათელას“; 

X კლასის მოსწავლეები სიამაყით მოუთხრობდნენ მსმენელს დედოფლის გამძლეობაზე, მის რწმენაზე, სამშობლოს სიყვარულზე, ღირსებასა და მოთმინებაზე ...

აღნიშნულ საღამოზე ინსცენირებული იყო რამდენიმე ეპიზოდი წმინდანის ცხოვრებიდან, სადაც შაჰის როლი შეასრულა ლუკა გურგენიშვილმა, ქეთევანის - ნინო კბილაშვილმა, მაჰმუდ ბეგის - გიორგი პავლიაშვილმა, უნდილაძის - საბა ზურაბიშვილმა, კონსტანტინე მირზასი - ანზორ კუზანოვმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქეთევანის სურათი დახატა - მარიამ ხაჩიურმა.

საღამო მუსიკალურად გააფორმა მაია ბედიანაშვილმა, ხალხური სიმღერები შეასრულეს: ნინო ოკინაშვილმა და ნიკა ზარიაშვილმა, ტექნიკური მხარდამჭერი გახლდათ - ნინო ფარტენაძე.

აღსანიშნავია, რომ საღამოს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა ლიტერატურის მასწავლებელი ეკატერინე ვარდიაშვილი.

დასასრულს, საღამო შეაფასა სკოლის დირექტორმა სოფო კუბლაშვილმა, მან აღფრთოვანება გამოხატა მოსწავლეების მიმართ, მათ სამშობლოსადმი ერთგულება და წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203