ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს ხშირად სთავაზობენ.
მათ შორის არის პედაგოგი ნინო ივანიძე, რომელის ხელმძღვანელობითაც, მე-2 კლასში მორიგი გამორჩეული აქტივობა გაიმართა. გაკვეთილის თემა „ანაბეჭდი“ გახლდათ. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
მათ გაკვეთილზე ფოთლები ჰქონდათ, რომელთა ანაბეჭდებიც დიდი მონდომებით დახატეს.
როგორც მასწავლებელი ნინო ივანიძე გვიყვება, გაკვეთილის მიზანი მიღწეულია.
იხილეთ ფოტოები: