ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლის აჯამეთის კორპუსში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, მოსწავლეებმა ანბანის სწავლა დაიწყეს.
მათ „ანბანეთში“ დამრიგებლის - ნონა მშვენიერაძის ხელმძღვანელობით შეაბიჯეს. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს დაემთხვა. შედეგად, სკოლაში ორივე მოვლენა საზეიმოდ აღინიშნა.
თემატურ ღონისძიებაში, პირველკლასელებთან ერთად, მეორე, მესამე და მეოთხე კლასების მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.
„გზად ია- ვარდი დაჰფინეთ, ანბანი მობრძანდებაო“,- სწორედ ასეთი გზავნილები ისმოდა ღონისძიებაზე.
„დედაენა, ეს არის ბედნიერების 33 სასწაულმოქმედი გზა და ბილიკი, რომელიც სიბრძნის მწვერვალებთან მიგვიყვანს.
ჩემო პატარებო, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჯადოსნურ „ანბანეთში“. წამრატებულ მოგზაურობას გისურვებთ „ანბანეთის“ სამეფოში. პატარებმა მოკრძალებით აღნიშნეს იაკობ გოგებაშვილის დღე“,- წერს პედაგოგი ნონა მშვენიერაძე.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: