ახალციხის N3 სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლის როლი მოირგეს და საინტერესო გაკვეთილი ჩაატარეს
31-10-2024

ახალციხის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, იქ მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა. პედაგოგთა პროფესიულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მე-12 კლასის მოსწავლეებმა - აშოტ ხაჩატრიანმა, ანდრანიკ გრიგორიანმა და გევორგ მეითარჯიანმა მასწავლებლის როლი მოირგეს და მეტად საინტერესო გაკვეთილი ჩაატარეს, სადაც  საქართველოს და სომხეთის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრეს და ისტორიული მოვლენები მიმოიხილეს. 

მოსწავლეებმა გაკვეთილზე ისტორიის ცოდნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ესმოდეთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის წარსულის ცოდნა, იმისთვის რომ აწმყოში არ დავუშვათ შეცდომები. 

„მათ აღმოაჩინეს, რომ „უნდა ვისწავლოთ წარსულიდან და არ გავიმეოროთ შეცდომები“ და რომ „უნდა ვიცოდეთ წარსული, რომ მივხვდეთ, რა გველოდება მომავალში“. მოსწავლეებმა გაკვეთილზე ბევრი ისტორიული საკითხი მიმოიხილეს, დაისვა შეკითხვები. ახალგაზრდებმა ისაუბრეს, რა არის საჭირო საქართველოს საპატიო და სრულუფლებიანი მოქალაქეობისთვის. იმსჯელეს რამდენად მნიშვნელოვანია იყვნენ საქართველოს ღირსეული მოქალაქეები და ამავე დროს არ დაკარგონ ეროვნული თვითმყოფადობა. დასძინეს, რომ საქართველოს და სომხეთის ისტორია მრავალსაუკუნოვანია. 

გაკვეთილზე პოზიტიური და თბილი გარემო იყო. ხშირად უფროსი მეგობრებისგან სწავლა უფრო ეფექტური და სასიამოვნოა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203