ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლევის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას არაფორმალური განათლების პროექტებში ახალისებენ.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.
მოსწავლეები ინტელექტუალურ პაექრობაში აქტიურად ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. თამაშში ყველა ასაკობრივმა ჯგუფმა წარმატებით იასპარეზა.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და ბავშვებს „ტვინების ბრძოლის“ მეორე და მესამე ტურებში წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: