ქუთაისის N35 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა ქართული ანბანის ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეს.
მათ ცოდნის ბილიკებზე მასწავლებელი ბელა მშვილდაძე შეუძღვათ, რომელმაც პატარებს თემატური აქტივობები შესთავაზა და დღე გაულამაზა. მოსწავლეები ასო-ბგერებს გაეცნენ და თავიანთი პირველი ხელნაწერი შეასრულეს.
სადღესასწაულო განწყობა საზეიმოდ მორთულმა გარემომ კიდევ უფრო აამაღლა. შესაბამისად, დღე სასიამოვნო ემოციებით დატვირთული იყო.
მოსწავლეებს პედაგოგმა წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტოები: