ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მათ ლეპტოპები საჩუქრად საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ისინი მოტივირებული, მიზანდასახული, ნიჭიერი და წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეები არიან.
სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ და ულოცავენ.
„გამორჩეული მეორესკოლელები, წარმატებული სკოლის საამაყო მოსწავლეებო, გილოცავთ“,- წერს სკოლის დირექტორი გოჩა ღონღაძე.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: