ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ, მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, იზიარებენ საუკეთესო პრაქტიკას, აზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას.
13 ოქტომბერს, სკოლის მასწავლებლები აჭარის პედაგოგთა VIII რეგიონალურ კონფერენციას შეუერთდნენ.
აჭარის პედაგოგთა VIII რეგიონალურ კონფერენცია „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“ აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა.
ზვარეს საჯარო სკოლიდან სამი მოხსენება იყო წარდგენილი. სამივე მათგანის პრეზენტაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
სკოლაში პედაგოგთა წარმატება ახარებთ და მათ პროფესიულ წინსვლას უსურვებენ.
„გილოცავთ და გისურვებთ უფრო მეტ წარმატებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: