სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა კონფერენციაზე მადლობის სიგელით დაჯილდოვდა
13-06-2018
სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი თბილისში გამართულ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა კონფერენციაში მონაწილეობდა.
კონფერენციას განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, PH International-ის აღმასრულებელი დირექტორი ბერდია ნაცვლიშვილი და 1500-მდე სამოქალაქო განათლების პედაგოგი ესწრებოდა.
კონფერენციის მსვლელობისას სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოება გაიმართა.
სავანეთის საჯარო სკოლის სამოაქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.
„სიგელი მერგო მეც, რამაც ბედნიერება და სიხარული მომანიჭა, თავდაჯერებულობა ამიმაღლა და ორმაგი პასუხისმგებლობა დამაკისრა მოსწავლეების და სკოლის წინაშე“,-აღნიშნავს სკოლის პედაგოგი.
კონფერენცია სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გაიმართა. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). იხილეთ ფოტოები