ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლის მასწავლებლები ზრუნავენ, რომ მოსწავლეებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გაიღრმაონ.
ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ლეილა ბერიშვილის ხელმძღვანელობით, საკითხი „ნივთიერების შედგენილობა“ დაამუშავეს.
მათ გაკვეთილზე სხვადასხვა საინტერესო ცდა და ექსპერიმენტი ჩაატარეს, რითაც ნივთიერებების შემადგენლობა გაარკვიეს. აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი ინტერესით ჩაერთო, მათ ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
პედაგოგი - ლეილა ბერიშვილი კი აღნიშნავს, რომ ისინი კეთებით სწავლობენ.
იხილეთ ფოტოები: