ოყურეშის საჯარო სკოლის პირველკლასელთა პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა 
31-10-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

მათ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში პედაგოგ მადონა კოპალიანის ხელმძღვენლობით, დიდი ხალისითა და მონდომებით შეაბიჯეს. მასწავლებელმა პატარებს თემატური აქტივობები შესთავაზა, რითაც წინასაანბანო პერიოდში დაგროვილი ცოდნა გამოვალინეს და იხალისეს. 

აღსანიშნავია, რომ მათი განწყობა სადღესასწაულოდ მორთულმა გარემომ კიდევ უფრო აამაღლა. სკოლაში პედაგოგსა და მოსწავლეებს წარმატებას უსურვებენ.

„ისინი სრულად ეზიარებიან ანბანის კეთილხმოვნებას, მათი კეთილშობილი და ხელოვანი მასწავლებელი - მადონა კოპალიანი ყოველივე ამას სხვადასხვა დატვირთული აქტივობით შეძლებს. ეს დღე ხომ დასაწყისია. წარმატებები ჩვენს ანგელოზებს, მასწავლებლებსა და სკოლას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203