ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი სხვადასხვა სინტერესო აქტივობითაა გაჯერებული.
ამჯერად კი, დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანლის - ხათუნა მაკარაძის თაოსნობით, იაკობ გოგებაშვილის კვირეული ჩატარდა.
თემატურ აქტივობებში I-IV კლასების მოსწავლეები დიდი მონდომებითა და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. მათ იმღერეს და ლექსები თუ მოთხრობები მხატვრულად წაიკითხეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა საბავშვო მწერალისა და პედაგოგის - იაკობ გოგებაშვილის მიმართ პატივისცემა გამოხატეს.
იხილეთ ფოტოები: