ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მამოტივირებელი გარემოა ჩამოყალიბებული. პროფესიონალი პედაგოგები როგორც მათ განათლებაზე, ასევე განწყობაზეც ზრუნავენ.
უდიდესი ყურადღება ეთმობა ყველაზე პატარების - პირველკლასელების განვითარებას.
ახლახან, ისინი, დამრიგებელ ბელა მშვილდაძის ხელმძღვანელობით, მუზეუმში იმყოფებოდნენ. მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. ისინი ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ პირველკლასელები მუზეუმს ხელოვნების და მუსიკის პედაგოგ დარეჯან ჭუმბურიძესთან და ხათუნა ქარძისესთან ერთად სტუმრობდნენ.
იხილეთ ფოტოები: