როგორ ხდება ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა ფილტვებში?-  ურთის საჯარო სკოლის მე-6 სკოლის მოსწავლეებმა გაკვეთილზე სასწავლო მოდელი შექმნეს
31-10-2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლაში მოსწავლეების ინტერესებზე, განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. 

მათ პროფესიონალი პედაგოგები საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის დანიშნულება გაიგეს. 

აღსანიშნავია, რომ ბუნების გაკვეთილზე ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის მოდელირება იყო გამოყენებული. ამის საშუალებით, მოსწავლეებმა ნათლად გაიაზრეს და თუ რა ხდება ორგანიზმში სუნთქვის დროს. 

გაკვეთილმა ნაყოფიერად ჩაიარა და მიზანი მიიღწა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203