ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ისიც, რომ პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.
მათთვის საკლასო ოთახი ლამაზად მოირთო, რამაც ბავშვებს მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა.
მასწავლებელმა 1-ელ კლასში „ანბანის შებრძანება“ დღესასწაულად აქცია. ბავშვები კი სახალისო და საინტერესო აქტივობებში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
დირექტორმა - მანანა ვართაგავამ პირველკლასელებს „ანბანის შემობრძანება“ მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს.
იხილეთ ფოტოები: