ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, ასეთი საინტერესო აქტივობებით გაჯერებული იყო სკოლის მე-3 კლასში ჩატარებული ბუნებისმეტყველების გაკვეთილი.
მოსწავლეებმა „სწავლა კეთებით“ მეთოდის გამოყენებით პრაქტიკული სამუშაო - „როგორ მოგზაურობს სინათლე“ შეასრულეს.
მათ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში შესანიშნავად გამოიყენეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: