აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია.
22 ოქტომბერს, სკოლაში ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“, რომელშიც საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ბავშვები ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით გადნაწილებულნი იყვნენ ჯგუფებში. თამაში საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
შეჯიბრში გაიმარჯვა ჯგუფმა სახელწოდებით - „ცოდნა“.
ვულოცავთ გამარჯვებულ ჯგუფს და წარმატებებს ვუსურვებთ სკოლათაშორის ჩემპიონატში, რომელიც მუნიციპალიტეტში გაიმართება.
სკოლაში ღონისძიება მასწავლებლების - მარიკა ცინცაძის, ნათია გეგუჩაძისა და ნათია სანიკიძის ორგანიზებით წარიმართა.
იხილეთ ფოტოები: