მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქანდის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ისიც, რომ მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებასა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან და წარმატებასაც აღწევენ.
ახლახან, სკოლის ფეხბურთელები, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის - 2024-2025 წლის ნახევარფინალში გადავიდნენ.
სასკოლო საზოგადოება მადლობას უხდის გუნდის მეკარეს - ვანიკო ილიაევს გამორჩეული თამაშისთვის და ასევე ფიზიკური აღზრდის მასწავლებელს - ივანე ქრისტესიაშვილს მოსწავლეთა გაწრთვნისთვის.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.
იხილეთ ფოტოები: