ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უღვივებენ. მოსწავლეებიც მასწავლებლების რჩევა-დარიგებით მათთვის საინტერესო ნაწარმოებებს ეცნობიან და ცოდნას იღრმავებენ.
მხატვრული ლიტერატურის სიყვარულით გამოირჩევა მე-5 კლასის მოსწავლე მარიამ ასანიძე, რომლის პედაგოგი მანანა გოგესაშვილი გახლავთ. მან თემა დაწერა წიგნის სიყვარულზე, სადაც კარგად წარმოაჩინა თავისი დამოკიდებულება კითხვის მიმართ.
მეხუთეკლასელს კარგად აქვს გადმოცემული ის გრძნობები, რასაც კითხვისას განიცდის.
„წიგნი ჩემთვის ყველაფერია“, - წერს მარიამ ასანიძე.
იხილეთ ფოტოები: