ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების მეშვეობით ასწავლიან.
ამჯერად, სკოლის მე-8 კლასში ქიმიური ელემენტების ლოტოს მორიგი გათამაშება გაიმართა. მოსწავლეებმა აღნიშნული აქტივობის მეშვეობით უკეთ გაიცნეს ქიმიის ანბანი.
საგაკვეთილო პროცესში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები კი დაჯილდოვდნენ სიმბოლური საჩუქრებით.
„ეს სახალისო აქტივობა ხელს უწყობს ქიმიის ანბანის, ელემენტების სიმბოლოების დამახსოვრებასა და შემეცნებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: