გეჯეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაკვეთილზე იაკობ გოგებაშვილის შემოქმედება „გააცოცხლეს“ 
31-10-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.

​ამჯერად, სკოლაში, თემაზე - „ჩვენ და იაკობ გოგებაშვილი“ მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩატარდა.

მოსწავლეებმა მოირგეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების პერსონაჟების როლები და შთამბეჭდავადაც განასახიერეს. ბავშვებმა ასევე, ილუსტრაციის მიხედვით, მოთხრობები „გააცოცხლეს“ და შეუსაბამეს ანდაზები.

სკოლაში, აღნიშნულ დღეს, მოეწყო შეჯიბრება სხვადასხვა აქტივობაში:

  • კითხვა - პასუხში;
  • „რომელია ზედმეტი“;
  • დაასრულეთ ანდაზები;
  • „აბა გამოიცანი“.

მოსწავლეებმა ასევე შექმნეს ნ.კუპრავას მოთხრობის „აი ია-ს“ აპლიკაცია.

აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

კლასის დამრიგებელი ნატალია სახოკია მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობას უხდის.

„მადლობა ჩემს პატარებს“, - ამბობს პედაგოგი.

 იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203