მარლენ ბარამიას სახელობის ქალაქ სამტრედიის N6 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საანბანო პერიოდი საზეიმოდ დაიწყეს.
„ანბანის შემობრძანება“ პირველკლასელებმა ეკა მასწავლებელთან ერთად იზეიმეს და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსებითა და სახალისო აქტივობებით შეაბიჯეს ანბანეთის ჯადოსნურ სამყაროში.
მოსწავლეებისთვის საზეიმო გაკვეთილი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშსაქცევი აღმოჩნდა.
„გვჯერა ასეთი მოტივაციითა და ჩართულობით შეისწავლიან ოცდაცამეტივე ასო-ბგერას, მორთავენ ანბანისთვის განკუთვნილ ჯადოსნურ ხეს, წარმატებით იპოვიან ქართულ სიტყვათა ჯადოსნური სკივრის გასაღებს და წარმატებისკენ მიმავალ გზასაც თავდაჯერებით გაუყვებიან“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ.
იხილეთ ფოტოები: