დარჩელის N1 საჯარო სკოლაში თვითმმართველობის არჩევნები ყველა წესისა და პროცედურის დაცვით წარიმართა
31-10-2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 

არჩევნები ყველა წესისა და პროცედურის დაცვით წარიმართა. თვითმმართველობის წევრებმა თვითმმართველობის თავმჯდომარეები ფარული კენჭისყრით აირჩიეს. 

არჩევნების შედეგად, საშუალო საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარედ - მარიამ ჭითანავა, ხოლო საბაზო საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარედ - სოფია გვილავა აირჩიეს. 

აღსანიშნავია, რომ საშუალო საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარის მოადგილე - ნია ფეტელავა, ხოლო საბაზო საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარის მოადგილე მარი ჭეჟია იქნებიან. 

„გილოცავთ, ახალგაზრდებო, გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს“,- ამბობენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203