ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები სასწავლო პროცესს სხვადასხვა საინტერესო აქტივობით ამრავალფეროვნებენ.
ყოველივე ეს კი, მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება.
ამჯერად, მორიგი საინტერესო აქტივობა, ხელოვნებაში, მე-4 კლასში ჩატარდა. მისი თემა გახლდათ „ჩვენი ხელები“.
მოსწავლეებმა საკუთარი ხელები ფერადი საღებავებით დიდ ფურცელზე გამოსახეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და იხალისეს.
იხილეთ ფოტოები: