ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც გიმნაზიაში ტარდება.
მათ შორის არის საშემოდგომო ღონისძიება, რომელიც გიმნაზიაში, 31 ოქტომბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით გაიმართა.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს. ბავშვებმა დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს და მათი დიდი მოწონება დაიმსახურეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
აღნიშნულ დღეს ასევე, ღია ცის ქვეშ ლამაზი საშემოდგომო კუთხე მოეწყო.
ეს დღე შთამბეჭდავი და ემოციებით აღსავსე იყო.
იხილეთ ფოტოები: