ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრს ესტუმრნენ და ვაჟა-ფშაველას „სათაგურის“ პრემიერას დაესწრნენ.
მოსწავლეებმა ნანახი კომიქსების სახით შეაჯამეს, ემოციები კი ერთმანეთს გაუზიარეს.
ხელმძღვანელი და შემეცნებითი ღონისძიების ორგანიზატორი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მზია ფეიქრიშვილი გახლდათ.
ეს დღე მოსწავლეთათვის დასამახსოვრებელი და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: