ჭვინთის საჯარო სკოლას მხატვრული ლიტერატურა უსასყიდლოდ გადაეცა
31-10-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლას 19 ოქტომბერს, „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელი, პოეტი, პროზაიკოსი, ლექტორი, ტელეწამყვანი, წიგნისა და პრესის მუზეუმის დამაარსებელი, საქართველოში სკვერის ბიბლიოთეკების იდეის ავტორი და განმახორციელებელი, „ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორი გიორგი კეკელიძე ესტუმრა.

მან, სკოლას მხატვრული ლიტერატურა უსასყიდლოდ გადასცა.

სკოლაში, საჩუქრისთვის სტუმარს მადლობას უხდიან.

„დიდი მადლობა ბატონ გიორგის, ბიბლუსს, ჩვენი სკოლის დირექციას, მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს გვერდით დგომისთვის“ , - ამბობენ სკოლაში.

აღნინულ დღეს ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები მანანა გორგაძე და მზია ფეიქრიშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203