თბილისის N28 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მიმართულებით მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ.
ამ მიზნით, სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება.
ამჯერად, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა სასკოლო ბიბლიოთეკების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მათ ინგლისურენოვანი წიგნები წაიკითხეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.
ისინი აქტივობაში, პედაგოგ ნინო ჭონქაძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: