თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამის ნათელი მაგალითია, მე-2 კლასელთა ქართულ ენაში ჩატარებული ღია გაკვეთილი, რომლის თემა იყო - „ჩვენი ოთხფეხა მეგობრები“.
პედაგოგმა - ლია ცერცვაძემ გაკვეთილი საინტერესო რესურსებით და აქტივობებით წარმართა. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
აქტივობები, მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: