საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.
ამის ნათელი მაგალითია ახალი სასწავლო წლის დაწყებისას გამართული საზეიმო მიღებაც.
სკოლაში დიდი ჟრიამული და ამაღლებული განწყობა იყო. სკოლამ 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. მონატრებული მასწავლებლები და მოსწავლეები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ, მათ ერთმანეთს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
„გისურვებთ წარმატებებს საკლასო და კლასგარეშე საქმიანობაში, დაგეპყროთ მეცნიერების მწვერვალები, გეცხოვროთ მშვიდობიან და ბედნიერ ქვეყანაში“,- ასეთი იყო სასკოლო საზოგადოების სურვილები.
იხილეთ ფოტოები: