„ერთი დღე ერთი ქვეყნისთვის“ - ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები დასუფთავების მასშტაბურ კამპანიას შეუერთდნენ
31-10-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ.

სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სკოლაში აქტივობები, დევიზით -„ერთი დღე ერთი ქვეყნისთვის“ გაიმართა. 

პირველი, მეორე, მესამე და მე-8 კლასის მოსწავლეები აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ. მათ კლასების დამრიგებლები -ეკატერინე თედეშვილი, ნათია კაპანაძე, ლელა მჭედლიძე და მაია რიჟამაძე ხელმძღვანელობდნენ. მათ სკოლის ტერიტორია და მოსახლეობის თავშეყრის ადგილები დაასუფთავეს. შემდგ კი, მოწოდება - „ნუ დაყრი ნაგავს, მოუფრთხილდი გარემოს“ თვალსაჩინო ადგილას გამოაკრეს. 

„ყოველი წლის სექტემბერში აღინიშნება მსოფლიო დასუფთავების დღე/კვირეული, მასში თითქმის მთელი მსოფლიო ერთვება. ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში მოხალისეები ერთიანდებიან და დაბინძურებულ ადგილებს ასუფთავებენ“,- სწორედ ეს ინფორმაცია მიაწოდეს სკოლაში მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203