იდუმალის საჯარო სკოლიდან ღვაწლმოსილი პედაგოგი - ნანა მამუკაშვილი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გააცილეს 
31-10-2024

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალის საჯარო სკოლაში პედაგოგებს, მათ ღვაწლსა და შრომას მეტად აფასებენ. 

ამის დასტური სასკოლო საზოგადოების თბილი დამოკიდებულება და ის პატივისცემაა, რასაც მასწავლებლების მიმართ გამოხატავენ. იქ მასწავლებლის ეროვნული დღეც აღინიშნა და სწორედ ამ დღეს, სკოლიდან ღვაწლმოსილი პედაგოგი - ნანა მამუკაშვილი გააცილეს. 

ის სკოლას 53 წელი, თავდაუზოგავად და ღირსეულად ემსახურა და მრავალი წარმატებული თაობა აღზარდა. ბუნებრივია, რომ სასკოლო ცხოვრებასთან გამოსამშვიდობებელი დღე ემოციებით დატვირთული იყო. მასწავლებელ ნანა მამუკაშვილს სასკოლო საზოგადოება წარმატებას უსურვებს. 

„ძვირფასო კოლეგებო და მოსწავლეებო, ვიცით, რომ ოქტომბრის თვე მასწავლებლების თვეა, რადგან 27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნული დღეა. გილოცავთ ყველას ამ დღეს განსაკუთრებულად კი ვულოცავ ჩვენი სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს - ნანა მასწავლებელს, რომელიც 53 წელი, თავდაუზოგავად და ღირსეულად ემსახურა სკოლას და აღზარდა მრავალი წარმატებული თაობა.

მასწავლებლობა არის შუქურა ცოდნის მღელვარე ნაკადში, იყო მასწავლებელი ეს ღვთის წყალობაა, მაგრამ იყო კარგი მასწავლებელი - ეს გმირობაა. ყველას გისურვებთ, ეს საგმირო საქმე ისე შეგესრულებინოთ, რომ ყოველთვის ვახსოვდეთ და ვიყოთ ჩვენი მოსწავლეების მასწავლებლები.

გისურვებთ ჯანმრთელობას და ძალიან დიდხანს გესმოდეს ჩვენი სკოლის წარმატება, რაც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გაგახარებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203