მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული ახალგაზრდა აღუზრდია, რომელთა წინსვლა სასკოლო საზოგადოებისთვის სასიხარულო და საამაყოა.
მათ შორისაა, სკოლის კურსდამთავრებული მარიამ გოროზია, რომელის საავტორო წიგნიც სკოლის ბიბლიოთეკას დაამშვენებს.
მარიამ გოროზიას გამოცემული წიგნი სკოლის ბიბლიოთეკამ შეიძინა. წიგნი, რომლის სახელწოდებაცაა - „ორი გრძნობა“, ავტობიოგრაფიული და მასში გადმოცემულია ფეხბურთელ მარიამ გოროზიას ბიოგრაფია.
იხილეთ ფოტოები: